ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლით დაიხურა. დასმა ჰენრიკ იბსენის ,,ხალხის მტერი“ წარმოადგინა,რომლის რეჟისორი დავით მღებრიშვილია.

ფესტივალი ფოთში 17 ივლისს გაიხსნა და 18 ქართული სახელმწიფო რეგიონული და რამდენიმე უცხოური თეატრი მონაწილეობდა. სპექტაკლზე მისულ მაყურებელს საშუალება ქონდა თეატრის ფოიეში გამოფენილი ცნობილი ქართველი მსახიობების კოსტუმები, მაკეტები, აფიშები და ფოტომასალა დაეთვალიერებინა.

,,ფესტივალი შედგა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ათმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, თემატურიც იყო, რომ ფოთის თეტრის სპექტაკლით დაიხურა. ფესტივალი ტრადიციული გახდა და მომავალი წლისთვის დარწმუნებული ვარ მისი მასშტაბები გაიზრდება“, – განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ.

ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოტში 2015 წელს დაფუძნდა. იგი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოთის მერიის მხარდაჭერით ეწყობა. ფესტივალის დახურვას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები და ხელისუფლების წარმომადგენლები დასწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი